ერთი საუკუნის შემდეგ 45-კადრიანი ანიმაციით მოყოლილი ისტორია, რომელიც საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის ცხოვრებას აღწერს.
მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი ფარი ხანუმ სოფიევას შესახებ გვიყვება. ანიმაციის მთავარი გმირი ყარაჯალაში ცხოვრობდა, 1918 წელს კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ეროვნული კრების დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მუშაობდა გენდერულ საკითხებზე და საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებაზე.