შეთავაზება მათთვის, ვისაც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება სურს.
სახელმწიფო ბიოწარმოების განვითარებისთვის ხარჯების ნაწილის სუბსიდირებას გეგმავს. პროგრამა ისედაც დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული სფეროს ხელშეწყობას, ექსპორტის ზრდას და სხვადასხვა მომსახურების მისაღებად გრანტების გაცემას, ასევე გარკვეული პროცედურების სწრაფად გავლაში დახმარებას გულისხმობს. განსაკუთრებით პრიორიტეტულად ორი მიმართულება – მევენახეობა და მეფუტკრეობა ცხადდება.