ოზურგეთის ტექნოპარკში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. „სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით“- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის შემცირებას უწყობს ხელს. ღონისძიებაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაინტერესებულ მხარეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ციფრულ გამოფენასა და შემეცნებით აქტივობებს.