ახალი პროექტები მეცნიერებისთვის

ქართველ მეცნიერებს ევროპელ კოლეგებთან მეტი კომუნიკაციის შანსი ეძლევათ. ამ შანსს მათ რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და  ევროპულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმი მისცემს.

დოკუმენტით გათვალისწინებულია თანამშრომლობის გაძლიერება სამეცნიერო კვლევების ჩატარების და მათი შეფასების კუთხით.

ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ, მათი ნაშრომები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებმა შეაფასონ. მემორანდუმი ქართველ სპეციალისტებს პრესტიჟულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობასაც გაუმარტივებს.

მომავალ წელს საქართველოში სპეციალური სამეცნიერო ჟურნალის გამოცემაც იგეგმება, რომლის რეცენზენტები ქართველებთან ერთად, უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან.