ახალი პენიტენციური დაწესებულება

პენიტენციურ სისტემას კიდევ ერთი ციხე შეემატა – სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება გურიაში გაიხსნა.

დაბა ლაითურში ამოქმედებული ციხე 700-მდე პატიმარზეა გათვლილი და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. გათვალისწინებულია მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე დამონტაჟებულია კომპიუტერული სისტემა, რაც პატიმრებს ონლაინ-სწავლის საშუალებას მისცემს. ციხე ადაპტირებულია შშმ პირებზეც. პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, თუმცა სამუშაოები მალევე შეწყდა. 2013 წლიდან ციხის პროექტი შეიცვალა, ახალი პროექტითა და გეგმით სამშენებლო სამუშაოები 2020 წლიდან მიმდინარეობდა.