რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. „ყველაფერი, რასაც მსოფლიოში ვხედავთ, ქალების შემოქმედებაა“ – ეს სიტყვები „თურქეთის მამად“ წოდებულ პირველ პრეზიდენტს, მუსტაფა ქემალს ეკუთვნის. ლათინური ანბანი, სამოქალაქო კანონმდებლობა, ევროპული ტანსაცმლის და ცხოვრების წესის შემოღება – მუსტაფა ქემალ ათა-თურქის მიერ გატარებული რეფორმების სერია დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავზე თურქეთში პოლიტიკური პროცესების მმართველი შესაძლოა ქალი გახდეს.