პარკად გადაქცეული ნაგავსაყრელი. თემქას ახალი რეკრეაციული სივრცე აქვს.
ორ კილომეტრ სიგრძეზე და 25 ჰექტარ ფართობზე დასასვენებელი პარკი მოეწყო, რომელიც სპორტულ მოედნებს, საბავშვო სივრცეებს, საფეხმავლო ბილიკებს და ხელოვნურ ტბებს მოიცავს. სამუშაოები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ტერიტორიას მანამდე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების გადასაყრელად იყენებდნენ და ადგილი ანტისანიტარიის კერად იყო გადაქცეული. ადგილობრივები ტერიტორიის მოწესრიგებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ.