ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარი“ მეოთხე ბაზირებულ ხომალდს ამატებს, რომელიც ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში, სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში სამი და ოთხი სიხშირით შესრულდება.