ახალი „მარცვლეულის შეთანხმება“

ბუდაპეშტში, შესაძლოა, მომავალ კვირას მარცვლეულის ახალი შეთანხმება გაფორმდეს. როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ შეთანხმებას ამზადებენ, რომელიც ვადაგასული შეთანხმების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. გამოცემის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების მიხედვით, რუსული მარცვლეული ძირითადად აფრიკის ქვეყნებში გაიგზავნება. ამავდროულად, ანკარას სურს მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს. შემუშავებული გარიგების მიხედვით, თურქეთი აფრიკაში რუსული მარცვლეულის მიწოდების ორგანიზატორი იქნება, ხოლო კატარი – მათი სპონსორი. ანკარა, ასევე, გაერო-ს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის.