კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი. ის ეროვნული ბანკის ფულის საცავის ინფიცირებული თანამშრომლის მეუღლეა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ფულის საცავის შვიდი თანამშრომლის ინფიცირების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
განცხადება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში ცოტა ხნის წინ გაკეთდა, სადაც ნოდარ ჩაჩუა იმყოფებოდა.