ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა რუსთავში

კორონა ვირუსზე ტესტი აუღეს საჯარო მოხელესაც.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატი პასუხს ახლაც ელოდება. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ რუსთავის საკრებულო დროებით დახურეს. დეპუტატის დედა ერთ-ერთია დღეს გამოვლენილი შვიდი ახალი ინფიცირებულიდან. ის ეროვნული ბანკის ფულის საცავში მუშაობდა. საკრებულოს წევრი ბოლოს სამსახურში 27 მარტს იყო მისული. ამიტომ ახლა იმ ადამიანების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებთანაც დეპუტატს კომუნიკაცია ჰქონდა. თვითმმართველი ორგანოს თანამშრომლების ნაწილი იზოლაციაში იმყოფება.

რუსუდან ლოლაძე დეტალებით.