ვირუსის გავრცელების მხრივ, 10 აპრილისთვის ვითარება გართულდა საქართველოს რამდენიმე მეზობელ სახელმწიფოში.
სომხეთში აცხადებენ, რომ გავრცელების კერები გამრავლდა, რაც ქვეყანას დამატებით გამოწვევებს უქმნის. ისევ რთული ვითარებაა ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში, სადაც შემზღუდველი ზომების ვადების გახანგრძლივებას გეგმავენ. სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა იტალიასა და ესპანეთში, სადაც ბოლო 24 საათში დაღუპულთა რაოდენობამ მცირედით იკლო. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობა 100 000-ს უახლოვდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი დღემდე მილიონ ექვსასი ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 365 ათასზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.