ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი თავდაპირველად სოხუმის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადიოდა მკურნლობის კურსს, შემდეგ კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს გულთან დაკავშირებული დაავადება ჰქონდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში რვა ინფიცირებული პაციენტი რჩება. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 55 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსისგან 37 პაციენტი განიკურნა, ორი კი გარდაიცვალა.