ბოლო ორი კვირის ტენდენციის გათვალისწინებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი შედარებით გაზრდილია. რვა ახალ შემთხვევას შორის ორი ისევ სატვირთო გადაზიდვებს უკავშირდება. ამიტომ საზღვრებზე სატვირთო მანქანების მძღოლების კონტროლი დღეიდან კიდევ უფრო გამკაცრდება.
ეპიდემიოლოგიური სურათი ისევ არ გაუმჯობესებულა ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანსა და გეტაში, რის გამოც ორივე დასახლება საკარანტინო ზონებად რჩება. შესაძლო შემთხვევების დროულად გამოსავლენად, დღეიდან მუშევანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ ტესტს აუღებენ სოფლის ყველა მოსახლეს. მუშევანში დღეს ამირან გამყრელიძე იმყოფებოდა.