ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი კიდევ ცხრა მოქალაქეს დაუდასტურდა. მათ შორის ექვსი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
„კოვიდ 19“ აღმოაჩნდა მარნეულიდან მძიმე მდგომარეობით გადმოყვანილი 62 წლის ქალის ოჯახის ოთხ წევრსაც. მათი დაინფიცირების წყაროს ჯერ ისევ ადგენენ. თუმცა დამაიმედებელია, რომ მარნეულის გარდა ე. წ. მეოთხეული გადაცემის სხვა ფაქტი ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.
საბედიეროდ, მზარდია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც. ცხრა პაციენტის შემდეგ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პირის გაწერაა მოსალოდნელი. ხვალიდან კი ქვეყანაში სწრაფი ტესტირება იწყება. ინფიცირებულთა დროული გამოვლენის და სწრაფი იზოლაციის მიზნით სწორედ სწრაფი ტესტების გამოყენებაა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი მოწოდება.