ქვეყანაში მოქმედი კლინიკების უმეტესობას „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტები დღეს არ მიუღია.
ახალი პაციენტების რაოდენობა შემცირებულია რეგიონებშიც. ქალაქების უმრავლესობაში ახალი შემთხვევები ბოლო პერიოდში აღარ გამოვლენილა. არსებული პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. მშვიდი ვითარებაა საკარანტინო ზონებშიც.