დღესაც ახალი შემთხვევები ერთნიშნა მაჩვენებელს არ ასცდენია.
ბოლო 24 საათში მხოლოდ ხუთი ადამიანია დაინფიცირებული. ექვსი კი გამოჯანმრთელდა. ამჯერად არცერთი ახალი ფაქტი აღარ გამოვლენილა ბოლნისსა და მარნეულში. სწორედ ბოლნისია ახლა დაავადების გავრცელების ეპიცენტრში, რის გამოც, მარნეულისგან გასხვავებით, მისი გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
პირველი შემთხვევაა გამოვლენილი კახეთში – „კოვიდ 19“ საგარეჯოს საავადმყოფოს ექთანს დაუდასტურდა. მას ტესტირება მორიგეობის დღეს ჩაუტარეს. ექთანი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს, თუმცა საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ის სარეზერვო ჯგუფში ირიცხებოდა და კლინიკაში იშვიათად მიდიოდა. ინფიცირებული ექთნის კონტაქტებს საგარეჯოში ახლაც ეძებენ და იკვლევენ. ინფიცირების წყარო ჯერ დაუდგენელია.