დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 95 პაციენტი. ხვალისთვის ელოდებიან 20 პაციენტის ტესტების პასუხებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. უარყოფითია პასუხები ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც 95 ტესტირებულიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კლების ტენდენცია შეინიშნება, სპეციალისტები მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.