11 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში ამ დროისთვის 242 ადამიანს აქვს დადასტურებული.
ინფიცურებულთა რაოდენობის მატების პარალელურად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ამ დროისთვის „კოვიდ 19“ საქართველოში 60-მა ადამიანმა დაამარცხა. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში კლინიკებიდან დაახლობით 10 პაციენტს გაწერენ. სპეციალისტების ცნობით, უმრავლეს შემთხვევაში დაავადებულთა მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ რჩებიან მძიმე პაციენტები. ქვეყნის მასშტაბით მართვით სუნთქვაზე 10-მდე ინფიცირებულია.