დღის ბოლოს „კოვიდ-19“ თბილისში მცხოვრებ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა.
ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ გაურკვეველია, რა ვითარებაში დაინფიცირდნენ დაავადებულები. ეპიდემიოლოგები ინფექციის წყაროს დადგენას ახლაც ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, მათგან არცერთს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი შემთხვევა სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ უკავშირდება.
მარიამ სეთურიძე ცდილობდა დეტალების გარკვევას.