ქართველები ექიმები, რომლებიც „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობენ.
დღეს „მოამბე“ გერმანიის სხვადასხვა ქალაქის წამყვან სამედიცინო კლინიკებში მომუშავე ქართველ მედიკოსებს დაუკავშირდა. ისინი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ და გვაცნობენ, რა პროტოკოლით ხდება ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანაში საეჭვო პაციენტების მიღება, მკურნალობის სქემის განსაზღვრა და ექიმების გადანაწილება. ქართველი ექიმები საქართველოში გატარებულ პრევენციულ ზომებს წარმატებულად აფასებენ და კოლეგებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მედ-პერსონალის გადანაწილებაზე და მათი დაინფიცირების პრევენციის გზებზე. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 31 000-ს აჭარბებს.
რეპორტაჟზე ბერლინში მყოფი ჩვენი ჟურნალისტი გიორგი ურუშაძე მუშაობდა, ექიმებს კი თეონა მანაგაძე ესაუბრა.