ახალი კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდგინდა – ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი უკვე 15 ადამიანს აქვს დადასტურებული.
რა გზებით გადაეცა ორ პაციენტს ვირუსი და როგორია მათი მდგომარეობა, ასევე რამდენი ადამიანი იმყოფება სტაციონარებსა და კარანტინში – მარიამ სეთურიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.