ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიოლოგების აზრით, საქართველოში კორონავირუსის მეშვიდე ტალღა დაიწყო. შემთხვევების მატების ტენდენცია ბოლო პერიოდში ნარჩუნდება და დღიურად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 700-ს აჭარბებს. ახალი ტალღის პიკს სპეციალისტები შემოდგომას ელოდებიან. თუმცა, თუ მოქალაქეები რეგულაციებს არ დაიცავენ, ექიმების თქმით, ეს პერიოდი შესაძლოა ზაფხულის ბოლოს დადგეს. მათი რეკომენდაცია კვლავ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება და ბუსტერდოზით ვაქცინაცია რჩება.