ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიური ვითარება – საქართველოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი – 8.1%-ია. საქართველოში ძირითადად „ომიკრონის“ ქვეშტამები „ბი ეი 4“ და „ბი ეი 5“ ცირკულირებს, რომლებიც სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება.

წინასწარი გათვლებით კორონავირუსის მეშვიდე ტალღის პიკს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. ეპიდემიოლოგების მთავარი მოწოდება მოქალაქეების მიმართ, ისევ ვაქცინაცია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარებაა.