ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია.
ყოველღიურად ახალი შემთხვევების ერთნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო პერიოდში აღარ გამოვლენილა ისეთი ფაქტები, როდესაც ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. თელავის და ბოლნისის შემდეგ სპეციალისტებმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სპეციალური კვლევა უკვე დედაქალაქშიც ჩაატარეს. 1 000-ზე მეტი მოქალაქიდან კორონავირუსის ანტისხეულები 10-ს აღმოაჩნდა, რაც სავარაუდოდ, მათი მხრიდან ინფექციის უსიმპტომოდ გადატანას მიუთითებს. სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევებთან შედარებით, თბილისის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.