შეზღუდვების ძირითადი ნაწილის მოხსნიდან სამი კვირის შემდეგ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
სურათი წინასწარ პროგნოზირებული რამდენიმე სცენარიდან ყველაზე საუკეთესოს ემთხვევა. ამ ყველაფერს სტატისტიკაც ამყარებს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ ორით გაიზარდა და ორივე იმპორტირებულია. ბოლო მონაცემებით, რჩება შემთხვევები, რომელთა პირველწყაროს დასადგენად ღრმა ეპიდ-კვლევები ახლაც მიმდინარეობს.