კულტურის სამინისტრომ კულტურის ხელშეწყობის მიზნით, ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა. მათ შორისაა „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“, „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“, „ხელოვანთა სასტიპენდიო, სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობის პროგრამა“, „მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავების და სასცენო სამოსის ოსტატთა ხელშეწყობა“ და „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტები“.
დაინტერესებულ პირებს, თითოეულ კონკურსზე განაცხადის შევსების დრო 13 ივლისის ჩათვლით აქვთ.