შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წარუდგინა. ნიკოლოზ ტყემალაძემ ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას, აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.