ახალი ელექტრომობილები თბილისში

თბილისში კომპანია „ქარის“ 100%-ით ელექტრომანქანები გამოჩნდა. აღნიშნული ელექტროალტერნატივა არ გამოყოფს გამონაბოლქვს – არ აბინძურებს ქალაქს და მოქალაქეებს არც ხმაურით აწუხებს. რესპუბლიკის მოედანზე „ქარის“ ბრენდის სქროლის, მოტოსა და „სიტროენის“ მანქანების ტესტდრაივში მონაწილეობა დედაქალაქის მერმა მიიღო. „ქარი“ ეკომეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.