უამინდობის შედეგები გურიასა და ფოთში

სპეციალური შტაბი მუშაობს გურიაშიც. ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლისა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობების სახურავები დააზიანა.

100 აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი. რთული ვითარებაა ფოთშიც, სადაც ჩვენი ჟურნალისტი თეა აბსარიძე მუშაობს და ქალაქში შექმნილი სიტუაციის შესახებ ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.