სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. უკვე მეორე დღეა, ადგილზე იმყოფება მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთში, ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი გაანადგურა. გარდა სამეურნეო სავარგულებისა, სტიქიამ დააზიანა სახლები, ძლიერმა ქარმა სოფელ გავაზში სკოლას სახურავი გადახადა.

ზარალს ახლა სპეციალური კომისია ითვლის, რომლის დასკვნის მიხედვითაც, ადგილობრივები დახმარებას მიიღებენ. ცნობისთვის, დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.

 

დატოვე კომენტარი