ახალი ე.წ. მაგნიტსკის სიის მოთხოვნა

„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები განაგრძობენ ეგრეთ წოდებული მაგნიტსკის სიის ანალოგზე მუშაობას. ყოფილი პრეზიდენტი სიაში იმ ადამიანების შეყვანას ითხოვს, რომლებმაც მის მიმართ უკანონო ქმედებები ჩაიდინეს. მათ შორის სახელდება იუსტიციის მინისტრი, რომელსაც სააკაშვილის პატიმრობისა და კლინიკაში ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროებასა და პატიმრის უფლებების დარღვევას ედავებიან.

„მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა. სია, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება საჯარო.