ახალი ე.წ. მაგნიტსკის სიის მოთხოვნა - პოლიტიკური შეფასებები

„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ე.წ. მაგნიტსკის ახალ სიაზე მუშაობენ. ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნაა, რომ ჩამონათვალში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ.

როგორც ცნობილია, სია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. მათ შორის სახელდება იუსტიციის მინისტრი, რომელსაც სააკაშვილის პატიმრობისა და კლინიკაში ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროებასა და პატიმრის უფლებების დარღვევას ედავებიან.

მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება აქვთ როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილს, ასევე მმართველი პარტიის წევრებს.