„ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ალიანსს ქმნიან

კიდევ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას პარტიები – „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ქმნიან. ამის შესახებ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს კომენტარი, მათი თქმით, პარტიები აცნობიერებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც დღეს საქართველოშია, სწორედ ამიტომ ერთიანობის გადაწყვეტილება მიიღეს.