ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - გამოძიებამ მირზა სუბელიანი დააკავა
ახალი გარემოებები და დაკავებულები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში. დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დღეს მირზა სუბელიანი, გუშინ კი მერაბ მორჩაძე დააკავეს. სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, მორჩაძეს კი მოწმე მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას არასაკმარისად მიიჩნევს მოკლული დავით სარალიძის მამა და აცხადებს, რომ შსს-მ უნდა გაარკვიოს, რა ზემოქმედებას ახდენდა სუბელიანი საქმის მიმდინარეობაზე.
ზაზა სარალიძე, ასევე, ითხოვს კონკრეტული პირების დაკავებას. მოკლული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ შედეგი ვერ დაინახა და რუსთაველზე ხვალ დაანონსებულ აქციას შეუერთდება.