პირველ დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის შესახებ პროკურატურა ახალ დეტალებს ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, დაპირისპირება ჯერ 51-ე სკოლის საპირფარეშოში, შესვენებაზე დაიწყო. მოგვიანებით კი, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობით დასრულდა. საქმეში პნევმატური იარაღი ფიგურირებს, თუმცა, როგორ მოახერხეს იარაღის შეტანა მოზარდებმა სკოლაში, ჯერჯერობით უცნობია. დანაშაულისთვის ბრალდებული ორივე მოზარდი პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა. ერთი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება, მეორეს კი, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
მთავარი სამმართველოდან სალომე ქოქიაშვილი ისაუბრებს.