51-ე სკოლასთან მოქალაქეებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ

15:06, 03.12.2017

უკვე რამდენიმე საათია 51-ე სკოლასთან მოქალაქეებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ. ისინი პატივს მიაგებენ ხორავას ქუჩაზე მომხდარის შედეგად გარდაცვლილ მოზარდებს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებენ.

სოციალური ქსელით იგეგმება სოლიდარობის კიდევ ერთი აქცია. მოქალაქეები 51-ე სკოლასთან საღამოს 6 საათისთვის აპირებენ შეკრებას.

ორგანიზატორები დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

მსგავსი