სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების პრინციპი იცვლება.
დღეიდან უწყება მერიიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. დაინერგება ამერიკული „9 11“-ის ანალოგიური სისტემა, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის დამძიმებასთან დაკავშირებული რისკები მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს და მომსახურება ბევრად ოპერატიული უნდა გახადოს. დაგეგმილია არაპრიორიტეტული ზარების გაფილტვრის პროგრამის ამოქმედება, რომელიც ადამიანურ ფაქტორს ჩაანაცვლებს.
დღესვე თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო.