ახალი ავიარეისები ქუთაისის აეროპორტიდან

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტში მესამე ხომალდს აბრუნებს. ეს ნიშნავს, რომ ზაფხულიდან რეგულარული რეისები ევროპის ხუთი ახალი მიმართულებით შესრულდება. გაიზრდება უკვე არსებული ფრენების სიხშირეც. ამ გზით პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფეროს აღდგენას და ხელშეწყობას ცდილობენ. მოლოდინია, რომ ახალი ავიარეისები ევროპიდან ტურისტულ ნაკადებს გაზრდის.