ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ატრაქციაზე „მოამბე რეგიონების“ მაყურებელმა არაერთი რეპორტაჟი ნახა, მაგრამ ის განვითარებას განაგრძობს. ამ დღეებში ატრაქციას კიდევ რამდენიმე სიახლე დაემატა. გაიხსნა გალერეა, სადაც ვიზიტორებს ხელოვან ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა მასპინძლობს. ასევე მუშაობს კინოდარბაზი.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის სიახლეები ნახეთ ნატალია ბერულავასა და მურადი ფარცვანიას სიუჟეტში.