„ენგურჰესი“ რამდენიმე თვით ჩერდება

15-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური ჩერდება – ხვალ „ენგურჰესი“ პირველ მაისამდე დაიხურება. ჰესზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავების დაბალი მაჩვენებლის გამო, ზამთრის პერიოდი შეგნებულად შეირჩა. სარემონტო სამუშაოების დროს იგეგმება სადერივაციო გვირაბის შეკეთება.

წლებია, გვირაბი დაზიანებულია, რის გამოც წყალი ჟონავს და, შესაბამისად, დენის გამომუშავების მაჩვენებელიც შემცირებულია. სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 100 მილიონი კილოვატ-საათით უნდა გაიზარდოს.

დატოვე კომენტარი