ახალი არჩევნები სტამბოლში  

შიდა პოლიტიკური დაპირისპირება პიკს აღწევს თურქეთში.

უფლებამოსილება შეუჩერეს სტამბოლის ახლადარჩეულ მერს, ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს, რომელმაც თანამდებობა აპრილში დაიკავა. ქვეყნის სააარჩევნო საბჭომ, პრეზიდენტის პარტიის მოთხოვნა დააკმაყოფილა, სტამბოლის ადგილობრივი არჩევნების სადავო შედეგები გააუქმა და 23 ივნისს, ახალი არჩევნები დანიშნა.

გადაწყვეტილებას თურქეთის ოპოზიციის გარდა, ნეგატიურად შეხვდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. არჩვევნების შედეგების გაბათილება გერმანიისა და საფრანგეთისთვის გაუგებარია.