რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა.
თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ადგილობრივებსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სხვადსხვა პროფილის მედიკოსების დახმარება – მათ შორის თერაპევტის, კარდიოლოგის, ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნევროლოგის და ტრავმატოლოგის. კლინიკაში არის დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც.