თბილისში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს კახა კალაძე გაეცნო. გუდიაშვილის მოედანზე ის არქეოლოგიური არტეფაქტებიც წარადგინეს, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ისტორიული შენობების სარდაფებში აღმოაჩინეს. პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას 26 შენობა ექვემდებარება, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2018-2019 წლებში 37 000 000 მილიონ ლარს შეადგენდა. 2019-2020 წლებისთვისკი ბიუჯეტიდან დამატებით 25 მლნ ლარი გამოიყო.