ახალი აეროპორტის მშენებლობა - განცხადებები პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის იდეას აკრიტიკებს. მისი თქმით, ვაზიანის ბაზა სტრატეგიული დანიშნულების ადგილია, მათ შორის თბილისის თავდაცვისთვის და იქ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა კრემლისთვის დამატებითი საჩუქარია. თეონა აქუბარდიას პოზიციას და არგუმენტებს მმართველი გუნდი უსაფუძვლოს უწოდებს და ვაზიანში აეროპორტის აშენების შემთხვევაში პრობლემას ვერ ხედავს.

ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობაზე განცხადება მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.