გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.
ტურნირის მეორე დღე გუნდურ შეჯიბრებებს დაეთმო. გამარჯვებული გუნდი უკვე გამოვლენილია.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირში 18 ქვეყნის, 80 სპორტსმენი ასპარეზობდა, მათ შორის სამი ქართველი. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტმა ისტორიაში პირველად უმასპინძლა. ტურნირი მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.