ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გუდაურში

ქვეყნის ცნობადობას და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის გუდაურში დაგეგმილი ღონისძიება.

საქართველო სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპინატის მასპინძელი პირველად იქნება. საერთაშორისო ტურნირის ჩატარების უფლება ქვეყანამ სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის წარმატებით გამართვის შემდეგ მოიპოვა. აპრილში საქართველო სამთო-სათხილამურო კურორტი ათეულობით ქვეყნის 21 წლამდე სპორტსმენებს უმასპინძლებს. 27-წლიანი ისტორიის მქონე ახალგაზრდული ჩემპიონატის გასამართად გუდაური უკვე მზად არის.