ახალგაზრდული ღონისძიება ბობოყვათში

„ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, – პროექტი საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ბობოყვათის რეზიდენციაში გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება. საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“,  2007 წლიდან ატარებს აღნიშნულ ღონისძიებას, რომლის ძირითადი კომპონენტია საზაფხულო ბანაკების მოწყობა 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის. მისი მიზანია სხვადასხვა შინაარსის აქტივობებით  და მათში  ახალგაზრდა თაობის ჩართულობით სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისთვის ხელშეწყობა.