„ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში გორში პანელური ფორმატის დისკუსია გაიმართა.
დისკუსიას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფორუმი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდას, ინოვაციური ხედვების წარმოჩენას და ასახვას ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ამოცანების შესრულების პროცესში. მათ შორის, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.
ფორუმი სადისკუსიო-პანელური ფორმატით, ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში წარიმართება. ახალგაზრდული ფორუმი ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებით.
ფორუმს მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა სამინისტრო და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.