„მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ – ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ეკოლოგიურ პრობლემებზე პრეზენტაციები წარადგინეს. ფორუმის ბოლოს კი საპრეზენტაციო თემებზე გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდული ფორუმი მიზნად ისახავს სტუდენტების ინფორმირებულობას გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ინოვაციური ხედვების წარმოჩენა.